ქუთაისის №17 საჯარო სკოლის XI2 კლასის მოსწავლეებმა: ნ.გვამბერაძემ, ი.გვამბერაძემ, ხ.ყურაშვილმა, გ.ლანჩავამ, გ.გაბუნიამ (ხელმძღვანელი ლ.ლანჩავა) მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გამართულ შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვაში.
ამ იდეას რამდენიმე წლის წინ ჩაეყარა საფუძველი თბილისში და უკვე ტრადიციად იქცა. ჩვენს ქალაქში ეს აქტივობა წელს მეორედ გაიმართა. ამ დღეს ნიბისმიერ მსურველს განურჩევლად ასაკისა შეუიძლია მიიღოს მონაწილეობა შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვაში. ღონისძიების ინიციატორი იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
|