2010 წლის 5 ნოემბერს IV-3 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი თამილა სვანაძე) მოაწყვეს გასეირნება ბუნებაში : ''შემოდგომის ფერიცვალება" მიზანი: შემოდგომის ბუნებაზე დაკვირვება, გარემოს მოვლასა და დაცვაზე ზრუნვა, ბუნებრივი მასალების შეგროვება. მოსწავლეები ეწვივნენ ბოტანიკურ ბაღს, დაათვალიერეს წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები, ისაუბრეს შემოდგომის ბინების თავისებურებებზე, გარემოს დაცვის აუცილებლობაზე, შეაგროვეს ბუნებრივი მასალა: გირჩებიი, წიწვები, სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის ფოთლები, რომლებსაც გამოიყენებენ ხელოვნების გაკვეთილზე
2010 წლის 2 ინისს ქუთაისის №17 საჯარო სკოლის V2 კლასის მოსწავლეები (ხელმძღვანელი ბესიკ მაჩიტაძე) იმყოფებოდნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიისა და აკადემიკოს გიორგი კოკოჩაშვილის სახელობის ზოოლოგიის მუზეუმებში, რომელთა დათვალიერებით მოსწავლეებმა 2009-2010 სასწავლო წლის განმავლობაში ბუნების გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნა კიდევ უფრო განამტკიცეს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს თუ როგორი სახით მოიპოვება ბუნებაში სხვადასხვა მინერალი, სხვადასხვა პალეონტოლოგიური ნამარხები, აგრეთვე ნახეს ცხოველთა სამყაროს თითქმის ყველა წარმომადგენლის ფიტულები, ჩონჩხი და სხვა.
ქუთაისის №17 საჯარო სკოლის IV3 კლასის მოსწავლეები 2010 წლის 16 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პროექტ ,,მშვიდობით იარაღო”-ს ფარგლებში (დამრიგებელი მაკა გიორგაძე, მუსიკის მასწავლებელი ნანა ყურაშვილი) ეწვივნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქუთაისის III ქვეით ბრიგადას (მეთაური ზაზა ღვინჯილია). ბავშვებს გულთბილი მასპინძლობა გაუწია ქვეითი ბრიგადის 4000-მა ჯარისკაცმა.
მოსწავლეები გაეცვნენ სამხედრო წესებს, ჯარისკაცთა დღის რეჟიმს. მოისმინეს და ჯარისკაცებთან ერთად შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი და მხედრული სიმღერები. პატივი მიაგეს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას და გამართეს პროექტ ,,მშვიდობით იარაღოს”-ს პრეზენტაცია. არნიშნულმა შეხვედრამ განსაკუთრებით აამაღლა მოსწავლეებში პატრიოტული სულიკვეთება.