ქუთაისის №17 საჯარო სკოლის XI2 კლასის მოსწავლეებმა: ნ.გვამბერაძემ, ი.გვამბერაძემ, ხ.ყურაშვილმა, გ.ლანჩავამ, გ.გაბუნიამ (ხელმძღვანელი ლ.ლანჩავა) მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გამართულ შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვაში.
ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში მოეწყო I, II, III კლასების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა "ამ პატარა ხელებით”. ხელმძღვანელი ხელოვნების მასწავლებელი ციური კრავიშვილი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბავშვების მიერ 2009-2010 სასწავლო წლის განმავლობაში შესრულებული ნახატები, აპლიკაციები, ძერწვის ხელოვნების ნიმუშები. გამოფენის ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, დირექტორის I მოადგილე, პედაგოგები და მოსწავლეები.