ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წელთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ინიციატივით მიმდინარეობს კამპანია "საქრთველოს წითელი ნუსხის სახეობები”, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შესახებ. ამ კამპანიის აქტიური მონაწილეები არიან ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მოსწავლეები (7-10 კლ.). ღონისძიებას ხელმძღვანელობენ ბიოლოგიის მასწავლებლები მ.ქაშაკაშვილი და ნ.კუპრავა. აპრილის თვიდან სკოლაში ტარდება სასწავლო სესიები მოსწავლეთა ჯგუფთან (20 მოსწავლე), რომლის დროსაც, მასწავლებლები მოსწავლეებს აცნობენ კამპანიის მიზნებსა და ამოცანებს, ზოგადად წითელი ნუსხის ცხოველთა მნიშვნელობის, ცხოველთა და მცენარეთა სახეობების მდგომარეობას, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სახეობებისათვის არსებულ სააფრთხეებზე და მისი თავიდან აცილების გზებზე. საბოლოო შედეგების პრეზენტაცია ჩატარდება 2010 წლის ოქტომბერში.