№17 საჯარო სკოლაში 26 მაისისადმი მიძღვნილი თეორიული კონფერენცია "ისტორიის გაკვეთილები” ჩაატარა 103 კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი მ.ტყეშელაშვილი, კლ.დამრიგებელი ნ.რობაქიძე). კონფერენციის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნა მოსწავლეთა 64 შემოქმედებით კონფერენციაში გამარჯვებული თემები: 1."აფხაზეთი ჩემი დარდი და მონატრება”(ა.ძანძავა) -ისტორია 2.”მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში” (ქ.ბაჯაძე) - ქართული ენა და ლიტერატურა. მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნა ისტორიული თემები 1918 წლიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე "გავლილი ისტორიული გზა”. თემები წარმოადგინენ მოსწავლეებმა: ს. ქარჩხაძე, ნ.კომახიოძე, ა.სანიკიანი, ნ.კვერნაძე, გ.ჯანგავაძე, ს.ხონელიძე, თ.ღიბრაძე, ა.მიგინეიშვილი, ბ.ჟორჟოლიანი, მ.კვიმსაძე, გ.ხელაძე, მ.სანებლიძე, ნ.მიგინეიშვილი. კონფერენციას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი, პედაგოგები, მოსწავლეები
|