ქუთაისის №17 საჯარო სკოლის X, XI და XII კლასის მოსწავლეები საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2010 წლის 11 მაისს იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისში საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, მათ მასპინძლობდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასახლე და მიმდებარე ტერიტორია. მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა პრეზიდენტის სასახლის ეზოში არსებულმა ხელისუფლების სამი შტოს სიმბოლომ, ერთობისა და ტოლერანტობის შუშის ქანდაკებამ, მამუკა გონგაძის მიერ შესრულებულმა საქართველოს სახელმწიფო გერბმა და ხელოვან ნათია ამირეჯიბის მიერ შესრულებულმა მოზაიკამ, რომელზეც ასახულია საქართველოს ისტორია ,,ოქროს საწმისის” პერიოდიდან დღემდე,. მოსწავლეებმა აგრეთვე დაათვალიერეს პრეზიდენტის სამუშაო ოთახი, ექვთიმე თაყაიშვილის დარბაზი, სადაც იმართება უშიშროების სხდომები. ექსკურსიის ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მოსწავლეებს გადასცეს სიმბოლური საჩუქრები (ავტოკალამი და გულსაბნევი პრეზიდენტის სასახლის გამოსახულებითა და წარწერით). პრეზიდენტის სასახლის შემდეგ მოსწავლეები იმყოფებოდნენ ოკუპაციის მუზეუმში და გაეცვნენ საქართველოს ყველაზე მძიმე ისტორიულ პერიოდს საბჭოთა იმპერიის დროს 1921-1991 წლებში.
|