ხუთშაბათი, 2024-11-28, 10:04 AM

ქუთაისის №17 საჯარო სკოლა

მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
ყურადღება!!!
ონლაინ კონკურსი იწყება
The Best Linguist


მასწავლებელთა ბლოგები
ეკა მურუსიძე ირინე ადეიშვილი ირინა კუდრიავჩევა თეა სულაბერიძე ბესიკ მაჩიტაძე ლეილა ბარბაქაძე ირინე ბურჯალიანი თეა ქუთათელაძე მაგდა ჩხაბერიძე მანანა გერძეციცი კრავეიშვილი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი 0


შესვლის ფორმა
ბმულები:









მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 25 » 25 ოქტომბერს გაიმართა თათბირი პედკოლექტივთან
3:48 PM
25 ოქტომბერს გაიმართა თათბირი პედკოლექტივთან
 
      
 
       2010 წლის 25 ოქტომბერს სკოლის დირექტორმა ი. ჯგერენაიამ გამართა თათბირი პედკოლექტივთან. თათბირს ესწრებოდა 65 თანამშრომელი.
 
         დღის წესრიგის მთავარი საკითხები იყო მასწავლებელთა სამუშაო დღის განსაზღვრა, რომ ყველა პედაგოგი ვალდებულია დილით გამოცხადნენ 845 და სამუშაო დღე დაასრულონ 1645 წუთზე. არასაგაკვეთილო დროის განმავლობაში კი მოემზადნონ, მოაწესრიგონ პორთფოლიოები, გაამზადონ მომდევნო დღის სილაბუსები და გაკვეთილების გეგმები.
         თანამშრომლებს დაევალათ აგრეთვე წარმოადგინონ იმ მაღაზიათა (ადგილთა) ჩამონათვალი, სადაც შეიძინეს გრიფირებული სახელმძღვანელოები.
         დირექტორმა ი. ჯგერენაიამ აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში ტარდება ძალან ბევრი კონკურსი და ღონისძიება, რომელშიც სკოლის პედკოლექტივიც მიიღებს მონაწილეობას და ყველა კონკურსის ჩატარების შემდეგ ვალდებული არიან წარმოადგინონ სრულყოფილი ანგარიში დირექციის წინაშე. ასევე კათედრებმა უნდა წარმოადგინონ წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა ღონისძიების ჩამონათვალი.
         აღინიშნა ისიც, რომ დამრიგებლებს ( კლასის ხელმძღვანელებს) მეტი პასუხისმგებლობა მართებთ. უნდა ჰქონდეთ მოწესრიგებული სადამრიგებლო პროგრამები, გაითვალისწინონ ჩატარებული საკითხების თემატიკა, გაითვალისწინონ განსაკუთრებით აქტუალური, პრობლემური საკითხები. ინფორმაცია კი მიაწოდონ დირექციას. ასევე პასუხისმგებლობით მოეკიდნონ მშობელთა კრებებს და ყველა ჩატარებული კრების შესახებ ოქმები შეადგინონ.
         განსაკუთრებული ყურადღება მასწავლებლებმა უნდა მიაქციონ აუცილებელი დოკუმენტაციების წარმოებას. ჟურნალებში დროულად შეიტანონ ნიშნები და სიზუსტით აღრიცხონ დასწრება. შეფასების კრიტერიუმებს დაუთმონ დიდი ყურადღება, განსაკუთრებით კი შემაჯამებელს. ნაშრომის იდენტურობა ნიშანთან გადამოწმდება. ასევე მოუთმენელია სიგარეტის მოწევა, რაც მოზარდთა ჯანმრთელობას უქმნის პრობლემას. სკოლის მიზანი კი ჯანსაღი თაობის აღზრდაა.
ნანახია: 1402 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი WEB გვერდები

ზინაიდა კერეჩხელაძე


დიდებული საუბრები


ნიკე ჯგუფი


ჯორჯ ბალანჩინი


სერგო ქობულაძე



ბიძინა კვერნაძე


გიორგი მცირე




Copyright 17SCHOOL © 2024 Free site builder - uCoz