საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში № 17 საჯარო სკოლის უცხო ენათა კათედრამ გამართა ღონისძიებ. მოსწავლეებმა წაიკითხეს აკაკი წერეთლის ლექსები თარგმნილი რუსულ და ინგლისურ ენებზე. აგრეთვე აკაკის ლექსებზე შექმნილი სხვა და სხვა სიმღერები. ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული მე-17 სკოლის ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი რომელმაც შეასრულა ლეგენარული სიმღერა "სულიკო" ქართულ ენაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებისთვის გამოაცხადა ვებ-კონკურსი ”როგორ ვიცნობთ აკაკის შემოქმედებას”. კონკურსში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მე-17 საჯარო კოლის მოსწავლეებმა. გაკვეთილების დასრულებისთანავე სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში შეკრებილი მონაწილეები დიდი ინტერესით ჩაებნენ განათლების სამინისტროს ვებ გვერდზე გამართულ კონკურსში.