2010 წლის 21 ოქტომბერს წიგნის კვირეულთან დაკავშირებით ქუთაისის უნივერსალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ღონისძიება "შეხვედრა მწერალთან". №17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: მ.გერაძე და ლ.ლანჩავა VIII და X კლასის 20 მოსწავლესთან ერთად იმყოფებოდნენ ამ ღონისძიებაზე. ისინი შეხვდნენ საბავშვო მწერალს ნატო დავითაშვილს VIII კლასის მოსწავლემ ლიკა ხურციძემ მწერლის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა ყველაზე სწრაფად და საჩუქრად დაიმსახურა მწერლის წიგნი მისივე ავტოგრაფით.