ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით 29 ნოემბერს საგამოფენო ცენტრის "ექსპოჯორჯიას" (მე-11) პავილიონში ჩატარდა გრანდიოზული`სასკოლო გამოფენა 2008~ , რომელმაც მთელ დღეს გასტანა. მონაწილეები კი იყვნენ - თავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი; გამოცდების ეროვნული ცენტრი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; პროგრამა "ირმის ნახტომი"; "ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო"; კავშირი კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - "კავკასიური სახლი"; ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები"; არასამთავრობო ორგანიზაცია "არს&ვიტა"; თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრი; ოზურგეთის "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი"; საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებები; გამომცემლობები: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბუნება პრინტი, დიოგნე, მერიდიანი, ინტელექტი, პედაგოგიკა, საქართველოს მაცნე, პალიტრა ელ-ი და საჯარო და კერძო სკოლები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. თითოეულმა ორგანიზაციამ ის პროდუქც
... მეტის წაკითხვა »