განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადდა კონკურსი "ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი - 2010”, რომლის მიზანია:
სასწავლო პროცესის რეფორმირების ხელშეწყობა, საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნება და ინტერდისციპლინარული და ICT ინტეგრირებული გაკვეთილების წახალისება;
- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
- ინოვაციურად/შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლების გამოვლენა-წახალისება;
- მასწავლებელთა შორის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და პარტნიორული ქსელების ფორმირების ხელშეწყობა;
- საერთაშორისო გამოცდილებებისა და მიდგომების, ელექტრონული რესურსების,ინსტრუმენტების გაცნობა.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას იღებს ჩვენი სკოლა ინტეგრირებული გაკვეთილით - ადამიანის ჯანმრთელობა და საკვები პროდუქტები (პედაგოგები ეკა მურუსიძე, ნატო კუპრავა, თეა ქუთათელაძე), რომელიც ატვირთულია საიტზე www.lemill.net, შემდეგ მისამართზე http://lemill.net/methods/gakvetilis-gegma-2013-adamianis-janmrteloba-da-sakvebi-produqtebi/view სასკოლო კონფერენციაზე მოხდა გაკვეთილის პრეზენტაცია, გაკვეთილი შეაფასა ჯიურიმ შემდეგი შემადგენლობით:
1.ირინე ჯგერენაია -კომისიის თავმჯდომარე
2. რუსუდან ქემოკლიძე
3. ირინე ბურჯალიანი
4. ირინე ადეიშვილი
5. აზა ტყავაძე - რესურს-ცენტრი
წარმომადგენელი ჟიურის გადაწყვეტილებით გაკვეთილი გაგზავნილი იქნა რეგიონალურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
|