2009 წლის 30 მარტს №17 საჯარო სკოლაში, პედაგოგები და სკოლის მუშაკები შეიკრიბნენ იმისათვის, რათა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შესახებ.
შეკრებაზე კოლეკტივმა მიიღო შემდეგი მიმართვა:
საქართველოს საზოგადოებას!
კოლეგებო, საქართველოში უკიდურესად დაძაბულმა სიტუაციამ განაპირობა ჩვენი მოწოდება და მიმართვა საზოგადოებისადმი. როგორც ცნობილია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან, ოპოზიციურ პარტიათა თაოსნობით მიმდინარე წლის 9 აპრილს მზადდება მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი. მისი მოთხოვნები თითეული ჩვენგანისათვის ცნობილია. ჩვენი პედაგოგები, როგორც საზოგადოების არაპოლიტიზირებული ნაწილი, თავს უფლებას ვაძლევთ მოგიწოდოთ თავშეკავებისა და გონიერებისაკენ. ნუ ავყვებით ემოციებს, ნუ დავასხამთ მტრის წისქვილზე წყალს. 9 აპრილს, ქართველთათვის წმინდა და სანუკვარ დღეს ნუ გადავაქცევთ ჩვენ შორის შუღლის, მტრობისა და დაპირისპირების დღედ, რასაც ასე მოუთბენლად ელიან ჩვენი მტრები. დაიღალა საქართველო... დაიღალა ხალხი... თავზესაყრელია პრობლემები, რომელთა მოგვარებას უნდა ვეცადოთ იმით, რომ პირნათლად შევასრულოთ ის მოვალეობა, რომელიც თითეულ ჩვენგანს აკისრია. კოლეგებო, მოგიწოდებთ ნუ გავერევით და ნუ გავრევთ ახალგაზრდებს იმ საქმეში, რაც სიკეთის მომტანი არავითარ შემთხვევაში არ იქნება ჩვენი სამშობლოსათვის.
ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭო
30 მარტი 2009 წელი
|