მთავარი » 2009»აპრილი»8 » მეათე კლასელებმა წარმოადგინეს სასწავლო პროექტის პრეზენტაცია
2:44 AM
მეათე კლასელებმა წარმოადგინეს სასწავლო პროექტის პრეზენტაცია
2009 წლის 8 აპრილს X2 – X4 კლასებმა წარმოადგინეს სასწავლო პროექტის პრეზენტაცია:
ლიტერატურული გმირები კინოსა და თეატრში
პროექტის ხელმძღვანელები: ლალი ლანჩავა, მანანა გერაძე და მანანა სოხაძე.
პროექტის მიზანი: ლიტერატურული პრობლემების ასახვა კინოსა და თეატრში; მწერლისა და რეჟისორის ჩანაფიქრის ხედვა; გადაღებული ფილმებისა და დადგმული სპექტაკლების ფირების მოძიება და ჩვენება; ზეპირი მეტყველების, კვლევის, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარება.
პროექტის ამოცანები: შესწავლილი ნაწარმოებები კინოხელოვნებაში (მასალების მოძიება); შესწავლილი ნაწარმოებები სათეატრო ხელოვნებაში (მასალების მოძიება) გადაღებული ფილმებისა და თეატრის სცენაზე განხორციელებული სპექტაკლების ფირების მოძიება.
პროექტის შედეგები: გავიგეთ შესწავლილ ნაწარმოებთა გმირების მეორეული სიცოცხლის შესახებ კინოსა და თეატრში. გავიგეთ გადაღებული ფილმებისა და დადგმული სპექტაკლების რეჟისორებისა და მათში მონაწილე მსახიობების ვინაობის შესახებ. გავიგეთ მწერლისა და რეჟისორის ჩანაფიქრის თანხვედრის შესახებ. გაგვივითარდა ზეპირი მეტყველების, კვლევის, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.