|
2010 წლის 9 ნოემბერს შედგა ქუთაისის #17 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს საარჩევნო კომისიის სხდომა. სხდომას ესწრებოდა შვიდი წევრი დღის განრიგი 1.სამეურვეო საბჭოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა 2.სამეურვეო საბჭოს საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევა მოისმინეს: სამეურვეო საბჭოს საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ სამეურვეო საბჭოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დასახელებულ იქნა ქ.ჩაჩხიანიაზრი გამოთქვეს:
თ ბობოხიძემ, XI-2 კლასის მშობელმა აღნიშნა რომ ქეთინო კარგი კანდიდატურაა, იცნობს მას ასწავლიდა მის შვილს. დაადგინეს: მომხრე 6, მოწინააღმდეგე -0, სამეურვეო საბჭოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ყველამ ერთხმად აირჩია ქ.ჩაჩხია ... მეტის წაკითხვა » |
2010 წლის 5 ნოემბერს IV-3 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი თამილა სვანაძე) მოაწყვეს გასეირნება ბუნებაში : ''შემოდგომის ფერიცვალება" მიზანი: შემოდგომის ბუნებაზე დაკვირვება, გარემოს მოვლასა და დაცვაზე ზრუნვა, ბუნებრივი მასალების შეგროვება. მოსწავლეები ეწვივნენ ბოტანიკურ ბაღს, დაათვალიერეს წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები, ისაუბრეს შემოდგომის ბინების თავისებურებებზე, გარემოს დაცვის აუცილებლობაზე, შეაგროვეს ბუნებრივი მასალა: გირჩებიი, წიწვები, სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის ფოთლები, რომლებსაც გამოიყენებენ ხელოვნების გაკვეთილზე |
30-31 ოქტომბერს ეროვნული სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში მ3-17 საჯარო სკოლაში გაიმართა შიდა სასკოლო შესარჩევი ტური ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურსა და რუსულ ენებში პირველი შესარჩევი ტური წარმატებით გაძლია შემდეგმა მსოწავლეებმა: ქართული ენა და ლიტერატურა: ... მეტის წაკითხვა » |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში № 17 საჯარო სკოლის უცხო ენათა კათედრამ გამართა ღონისძიებ. მოსწავლეებმა წაიკითხეს აკაკი წერეთლის ლექსები თარგმნილი რუსულ და ინგლისურ ენებზე. აგრეთვე აკაკის ლექსებზე შექმნილი სხვა და სხვა სიმღერები. ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული მე-17 სკოლის ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი რომელმაც შეასრულა ლეგენარული სიმღერა "სულიკო" ქართულ ენაზე
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებისთვის გამოაცხადა ვებ-კონკურსი ”როგორ ვიცნობთ აკაკის შემოქმედებას”. კონკურსში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მე-17 საჯარო კოლის მოსწავლეებმა. გაკვეთილების დასრულებისთანავე სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში შეკრებილი მონაწილეები დიდი ინტერესით ჩაებნენ განათლების სამინისტროს ვებ გვერდზე გამართულ კონკურსში.
|
2010 წლის 26 ოქტომბერს III-2 კლასში ,პედაგოგი- ქეთევან ჩაჩხიანი, ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც მიეძღვნა აკ.წერეთლის 170 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეს.
თემა: იგავ-არაკი "მგელი და კრავი" – აკაკი წერეთლის მიერ თარგმნილი.
მიზანი: ტექსტის წაკითხვა როლების შესაბამისად და სათანადო ინტონაციით;
იგავ არაკის სპეციფიკის უმარტივესი ელემენტების დაფიქსირება; .
...
მეტის წაკითხვა »
|
2010 წლის 25 ოქტომბერს სკოლის დირექტორმა ი. ჯგერენაიამ გამართა თათბირი პედკოლექტივთან. თათბირს ესწრებოდა 65 თანამშრომელი.
დღის წესრიგის მთავარი საკითხები იყო მასწავლებელთა სამუშაო დღის განსაზღვრა, რომ ყველა პედაგოგი ვალდებულია დილით გამოცხადნენ 845 და სამუშაო დღე დაასრულონ 1645 წუთზე. არასაგაკვეთილო დროის განმავლობაში კი მოემზადნონ, მოაწესრიგონ პორთფოლიოები, გაამზადონ მომდევნო დღის სილაბუსები და გაკვეთილების გეგმები.
თანამშრომლებს დაევალათ აგრეთვე წარმოადგინონ იმ მაღაზიათა (ადგილთა) ჩამონათვალი, სადაც შეიძინეს გრიფირებული სახელმძღვანელოები.
დირექტორმა ი. ჯგერენაიამ აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში ტარდება ძალან ბევრი კონკურსი და ღონისძიება, რომელშიც სკოლის პედკოლექტივიც მიიღებს მონაწილეობას
...
მეტის წაკითხვა »
|
2010 წლის 21 ოქტომბერს წიგნის კვირეულთან დაკავშირებით ქუთაისის უნივერსალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ღონისძიება "შეხვედრა მწერალთან". №17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: მ.გერაძე და ლ.ლანჩავა VIII და X კლასის 20 მოსწავლესთან ერთად იმყოფებოდნენ ამ ღონისძიებაზე. ისინი შეხვდნენ საბავშვო მწერალს ნატო დავითაშვილს VIII კლასის მოსწავლემ ლიკა ხურციძემ მწერლის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა ყველაზე სწრაფად და საჩუქრად დაიმსახურა მწერლის წიგნი მისივე ავტოგრაფით.
|